რა გახდა მეგან მარკლის დედის ჩასვლის მიზეზი კენსინგტონის სასახლეში

15:30 09-21-2018
996

რამდენიმე დღის წინ, სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის დედა, დორია რეგლანდი, ლონდონში გამართულ ღინისძიებაზე, მოულოდნელად გამოჩნდა. დორია, 20 სექტემბერს დაგეგმილ საღამოზე, მეგან მარკლის ერთ-ერთი ძლიერი პროექტის პრეზენტაციაზე, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად იმყოფებოდა. კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, ამგვარი სახის გადაწყვეტილება, პირადად მეგანმა მიიღი.

კენსინგტონის სასახლეში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, ჰერცოგინიამ, საინიციატივო ჯგუფის Hubb Community Kitchen-თან ერთად, კულინარიული რეცეპტების წიგნის პრეზენტაცია გამართა. წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. 

შეგახსენებთ, რომ დორია რეგლანდი, ოჯახის წევრებიდან, ერთადერთი იყო, რომელიც მეგანის სამეფო ქორწილს ესწრებოდა. უინძორში გამართული დღესასწაულის შემდეგ, სასექსის ჰერცოგინია დედა, წყნარად გაეცალა სასახლის ტერიტორიას და ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დორიას, ქალიშვილთან დაკავშირებულ, არც ერთ სკანდალში არ მიუღია მონაწილეობა. 

სასახლის რეპორტიორების ინფორმაციით, დორია, დიდ ბრიტანეთს, ხანგრძლივი დროით ესტუმრა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე