აშშ-ის ექს-პირველი ლედის მიშელ ობამას ახალი იმიჯი - სხვა რაკუსით თეთრი სახლის ყოფილი დიასახლისი

17:25 09-21-2018
1238

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლის, მიშელ ობამას გარეგნობას ცეცხლოვანი იერი დაეტყო. თეთრი სახლის ყოფილი დიასახლისი, მთელ თავისუფალ დროს, ამერიკელი ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებს უთმობს და საქველმოქმედო ფონდს განაგებს. 

რამდენიმე დღის წინ, მიშელი, პირადმა ვიზაჟისტმა, სხვა რაკურსით წარმოგვიდგინა. მისმა ცეცხლოვანმა გარეგნობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

კარლ რეიმ - ვიზაჟისტმა ვაშინგტონიდან, რამდენიმე ხნის წინ,სოციალურ ქსელში,  მიშელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 54 წლის აშშ-ის ყოფილი ლედი, თეთრი ფერის სამოსში, საოცრად ეფექტური ვარცხნილობით და მაკიაჟით პოზირებს - მიშელის გარეგნობამ, საზოგადოება აღაფრთოვანა.

გაცნობებთ, რომ კარლ რეი, თითქმის 10 წელია, რაც მიშელ ობამას ვიზაჟისტია. მან, ერთობლივი ფოტო, სწორედ 10 წლიანი თანამშრომლობის იუბილესთან დაკავშირებით ატვირთა. 

ბრწყინვალე იყო შენთან გატარებული 10 წელი - წერს რეი.

შეგახსენებთ, რომ რამდემიმე ხანში, ექს-პირველი ლედი, ემზადება აშშ-ში ტურებისთვის, სადაც ახალი წიგნის - Becoming პრეზენტაცია რამდენიმე ქალაქში გაიმართება.  

ვცდილობ ცხოვრებაში, სამართლიანი ვიყო და ადამიანებთან ახლო ურთიერთობები მქონდეს. ამჟამად, ბედნიერი ვარ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ვიმოგზაურო და ისე ვიცხოვრო, როგორც ჩემი წიგნის მკითხველები - ამბობს მიშელი. 

ცნობილია, რომ მიშელ ობამა, აშშ-ის 10 ქალაქს მოინახულებს - სტარტს კი, მშობლიური ქალაქში, ჩიკაგოში აიღებს. ტურები - 13 ნოემბრიდან, 17 დეკემბრამდე გაგრზელდება.

იხ. ფოტოკოლაჟი:   

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე