მომღერალმა შერიმ ტომ კრუზთან რომანი აღიარა - "ჩვენ დისლექსიამ გაგვაერთიანა"

18:42 09-21-2018
827

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ კრუზი, სკანდალური მსახიობთა სიაში მიმი როჯერსმა, ნიკოლ კიდმანმა, კეტი ჰოლმსმა, პენელოპა კრუსმა და ბანესა კირბიმ შეიყვანა. ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, მომღერალთან შერისთან რომანზე. რამდენიმე დღის წინ, მომღარალმა, საინფორმაციო სააგენტო Daily Mail-თან ინტერვიუში, ამ რომანთან დაკავშირებით, გულახდილად ისაუბრა.  

ტომი და შერი, 80-იან წლებში შეხვდნენ ერთმანეთს - 22 წლის მსახიობი ტომ კრუზი, რომელიც უკვე ცნობილი იყო ფილმიდან სარისკო საქმე და 38 წლის მომღერალი. რომელმაც პირველად მიიღო ოსკარის ჯილდო, ფილმიდან სილქვუდი. 

ინტერვიუში შერიმ განაცხადა, რომ ერთმანეთს პირველად, 1985 წელს მალიბუში, მადონას და შონ პენის ქორწილში შეხვდნენ. ამის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს, თეთრ სახლში, აშშ-ის ექს-პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან, სპეციალურ მიღებაზე შეხვდა. 

თეთრ სახლში შეხვედრის მიზეზი, დისლექსიის(დისლექსია განისაზღვრება, როგორც მეტყველებაზე დაფუძნებული სწავლის უნარის დაქვეითება და წარმოადგენს მის ყველაზე გავრცელებულ ფორმას)დიაგნოზით დაავადებულ ადამიანების ჯგუფთან შეხვედრა იყო. გამოირკვა, რომ დისლექსია, მეც აღმომაჩნდა და ტომსაც. ამ შეხვედრის დროს, ჩვენს შორის, არანაირი კავშირი არ ყოფილა. სწორედ ამ შეხვედრიდან, რამდენიმე  ხნის შემდეგ, ერთმანეთის მიმართ, საოცარი სიახლოვე ვიგრძენით, ისეთი, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოგცემთ. ფაქტიურად, ჩვენ დისლექსიამ გაგვაერთიანა. რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ტომი და შერი მეგობრებად დარჩნენ. 

დაშორების მიზეზი, საიენტოლოგიასთან კავშირში იყო... მე ვერ შევძელი. ვერაფერში ვერ გავერკვიე. ეს მე არ მომწონდა - ამბობს შერი. 

ამჟამად, 72 წლის მომღერალი შერი, მარტო ცხოვრობს, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ახალ სიყვარულს, ახლო მომავალში შეხვდება. 

ამ ეტაპზე, არავის არ ვხვდები - ჯერ კიდევ ძიების რეჟიმში ვარ - ამბობს შერი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე