უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს - ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
,,ეკლესია ვალდებულია ჰქონდეს თავისი პოზიცია. მე ვიბრძოდი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად თავისუფლებისთვის. თავისუფალ ქვეყნას ვაშენებთ, მოძღვარსაც აქვს აზრის ქონის უფლება, მღვდელმთავარსაც აქვს აზრის ქონის უფლება და მის უწმინდესობას ხომ აქვს და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტზე ჩვენ ვიყავით შოკირებული და ბუნებრივია პატრიარქიც შოკირებულია“, - განაცხადა დეპუტატმა.