თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და "პანკისობაზე" მანქანებს შიგნით არ უშვებენ.
"არა გრცხვენიათ, ადამიანები არ ხართ? კვირიკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ეს იყო სახელმწიფოს შეცდომა. ორ მეტროშია ჩემი შვილის საფლავი, ესენი ატარებენ მის ძვლებზე და მის სისხლზე ტაშ-ფანდურაობას აქ. კანონით გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას. პანკისობა არანაირი ტრადიციული დღესასწაული არ არის და არც ყოფილა. თუნდაც ეს ტრადიციული ყოფილიყო, დღეს არ ჩატარდება" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.