მოზარდებისთვის მანქანის განზრახ დაჯახების გამო, მამაკაცი დააკავეს - რა ხდება პანკისში

13:20 09-22-2018
27799

პანკისის ხეობაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და მოითხოვდნენ, რომ პანკისობა 2018-ი აღარ ჩატარებულიყო, მამაკაცი დააკავეს.

აღნიშნულამ პიროვნებამ მოზარდებს მანქანა დააჯახა, რის შედეგადაც ისინი მსუბუქად დაშავდნენ. ინციდენტს არეულობა მოჰყვა. 

ადგილობრივებმა მძღოლის მანქანიდან გადმოყვანა დაიწყეს, რა დროსაც ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაცია დაარეგულირეს. 

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაკავებული გადაყვანილია განყოფილებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და პანკისობაზე მანქანებს შიგნით არ უშვებენ. 

არა გრცხვენიათ, ადამიანები არ ხართ? კვირიკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ეს იყო სახელმწიფოს შეცდომა. ორ მეტროშია ჩემი შვილის საფლავი, ესენი ატარებენ მის ძვლებზე და მის სისხლზე ტაშ-ფანდურაობას აქ. კანონით გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას. პანკისობა არანაირი ტრადიციული დღესასწაული არ არის და არც ყოფილა. თუნდაც ეს ტრადიციული ყოფილიყო, დღეს არ ჩატარდება - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

 

ავტორი: