,,არავის არაფერი შერჩება“ - რა ვითარებაა ამ წუთებში პანკისის ხეობაში

14:50 09-22-2018
225

"ჯგუფი, რომელიც თემირლანის საქმეს მიიყვანს ბოლომდე, უკვე შექმნილია. არავის არაფერი შერჩება“, -   ამის შესახებ პამკისი ხეობაში, თანამოაზრეებთან ერთად მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრი, გიორგი გახარია ცდილობს, რომ პანკისის ხეობაში ვითრება ხელოვნურად დაძაბოს.

ამ წუთებში, ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, სამართალი უნდა აღდგეს - დაისაჯოს მაჩალიკაშვილის მკვლელი და მკვლელის ხელშემწყობი პირები.

შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისის ხეობაში უნდა გამართულიყო ,,პანკისობა 2018", თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნით, ღონისძიება გაუქმდა.