"კვირიკაშვილთან კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ მქონდა..." - მეუფე იაკობი ყოფილი პრემიერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს

21:43 09-22-2018
75

ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე შაბათის კურიერთან საუბრობს.

მეუფე იაკობის თქმით, რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა კვირიკაშვილთან კომუნიკაცია.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, კვირიკაშვილის თანამდებობა ანაკლიის პორტის თემას შეეწირა და არა კანაფის კულტივაციას.

„მე მეგონა, რომ გზების თემას შეეწირა. გზებზე რომ ვიკითხე, გზებზე სხვა საკითხი იყო, არაფერ შუაში არც კვირიკაშვილი, არც ისინი, ვთქვათ, ქუმსიშვილი და ვინც მითხრა, მასე მითხრა და არ ჩავძიებივარ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.