ნატალია ვოდიანოვა ყაზბეგში ისვენებს

01:19 09-23-2018
827

ცნობილი რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ლონდონის მოდის კვირეულის შემდეგ საქართველოს ეწვია და შთაბეჭდილებებს ყაზბეგიდან გვიზიარებს.

რამდენიმე დღის წინ, ნატალიამ ირინა შეიკთან ერთად Burberry-ის ახალი საგაზაფხულო კოლექციის ჩვენების პოდიუმზე გაიარა. როგორც სჩანს, ცნობილ ლამაზმანს საქართველო ძალიან მოსწონს და გერგეთის ტაძრის მიდამოებში მეგობარ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან ერთად დასვენებით ტკბება.