თამო ვაშალომიძე რეალითი შოუს იწყებს. ამის შესახებ მოდელმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა. როგოც ჩანს, თამომ გადაწყვიტა ტელეწამყვანობაშიც მოსინჯოს ძალები. რა ტიპის იქნება შოუ და სად შევძლებთ მის ნახვას, მოდელი თავად გიამობობთ.
- ჯერ-ჯერობით ჩონჩხი მაქვს მხოლოდ მოხაზული. სავარაუდოდ ნოებრის დასაწყისში დავიწყებთ. რეალითი შოუს იდეა მე მეკუთვნის, რომელიც შევთავაზე ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერსა და გამოცდილ ჟურნალისტს. შესაძლოა შოუ ინტერნეტშიც განთავსდეს. მოლაპარაკებების პროცესში ვართ ჯერ. უკვე გადაცემის სახელზე ვფიქრობ.
- რაც შეეხება ფორმატს?
- ასეთი ჯერ ქართულ ტელე-სივრცეში არ ყოფილა. მეტს ვერაფერს გეტყვით.
- რელითი შოუს მთავარი ხიბლი ისაა, რომ მაყურებელმა მონაწილეთა ერთ სივრცეში ცხოვრება უნდა ნახოს, როგორი იქნება შენი ფორმატი?
- ნახავთ ყველაფერს.
- მონაწილეების მიამრთ რა არის მთავარი მოთხოვნა.
- მოთხოვნები არ იქნება, ვერ გიმხელთ ჯერ დეტალებს, ყველაფერს ნახავთ. მე ვიქნები შოუს წამყვანი.