ფლორენციაში, Palazzo Strozzi-ის მუზეუმში, საკუთარ გამოფენაზე, მხატვარ მარინა აბრამოვიჩთან უცნობი მამაკაცი მივარდა და თავზე მისივე ნახატი ჩამოაცვა.
დამნაშავე 51 წლის ჩეხეთის მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა. მუზეუმის დირექტორის თქმით, ინციდენტის შედეგად მხატვარი არ დაზარალებულა.
მარინა აბრამოვიჩი გამოფენაზე უამრავ ადამიანს გაესაუბრა და ავტოგრაფი დაურიგა, მორიგი პირის მოახლოებისას აგრესიას არ ელოდა და მასაც გაუღიმა, თუმცა მამაკაცს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა.