ნანუკა ჟორჟოლიანი: - „ვანო მოწამლულია და რას აპირებთ, უნდა მოკვდეს?!“

12:32 09-24-2018
2532

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის ამბავს ეხმაურება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ციხეში მოიწამლა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სახე შეშუპებული აქვს და მარცხენა თვალის ქუთუთო დაწეული, რაც შესაძლოა მრავალი დაავადების მიზეზი იყო. ექიმების თქმით, ის გადაუდებელ გამოკვლევას საჭიროებს.

„რადგან ექიმი საჯაროდ ბედავს ეჭვის გამოთქმას, რომ ვანო მოწამლულია, ესე იგი ასეა და რას აპირებთ?! უნდა მოკვდეს?! საქართველოს მთავრობა“ - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი