წელს, 24 სექტემბერს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიალი უჩვეულოდ ჩაივლის. იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაჯილდოებას თავისი გუნდის დატვირთული გრაფიკის გამო ტოვებს. კრიშტიანუს ფიფამ წელსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია მიანიჭა.
რაც შეეხება, არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის, ის ცერემონიალს პირადი მიზეზების გამო არ დაესწრება. წყაროს ინფორმაციით, მესი ამჯერად სახლში დარჩენას ამჯობინებს. რონალდუს მსგავსად, ბარსელონას მთავარი თავდამსხმელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაშია.