"კიმ+დრეიკი" - კანე უესტი რეპერ დრეიკს და კიმ კარდაშიანს შორის სექსუალური კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

15:30 09-24-2018
748

რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერ დრეიკს, რომანი აქვს, კანე უესტის მეუღლესთან, კიმ კარდაშიანთან.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა დრეიკის ერთ-ერთმა ფანმა, ტაილერ მორისონმა, რეპერის ახალი ალბომის Scorpion-ის სიმღერის ტექსტში ნახსენებ ფრაზას - კიმ+დრეიკი, ტვიტერზე, მთელი თეორია მიუძღვნა. კლიპში, ნახსენებია სახელი კიკი, რომელსაც კარდაშიანს, ოჯახის წევრები ეძახიან. ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ დრეიკი, კიმის და კანეს დიდი ხნის ახლო მეგობარია და მათთან ერთად, დიდ დროს ატარებს. 

კანე უესტმა, რამდენიმე დღის წინ, ინსტაგრამზე განცხადება გააკეთა და ყველანაირ ეჭვს წეტილი დაუსვა:

საზოგადოება ფიქრობს, რომ შენ ჩემს ცოლთან ურთიერთობა გაქვს და შენ ამ საკითხთან დაკავშირებით, არაფერს არ რეაგირებ და არანაირი რეაქცია არ გაქვს. პირადად მე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მომწონს. ეს იგივე ისტორია იქნებოდა, მე რომ ჩიკაგოელ რანიტას სახელი გამეჟღერებინა ჩემს კლიპში, თან იმ დროს, როცა შენ ცოლად გყავდა რიანა, მე რომ სიმღერა დამეწერა სახელწოდებით რირი. როცა შენ ამბობ, რომ არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს სახელიო, არ მჯერა - ამისთვის შენ საკმაოდ ჭკვიანი ხარ და არ შეგეშლებოდა- წარს კანე. 

პირადად კიმმა კი, დრეიკთან რომანის შესახებ, ჭორი უარყო და ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა:

ეს არასდროს არ ყოფილა. ისტორიის დასასრული - წერს კიმი.  

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე