კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

17:21 09-24-2018
118

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით „კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

მათივე ცნობით, გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე. აუდიოჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს. „თბილისის თამბაქოს“ დირექტორი, ლექსო ანდრიაძე ესაუბრება „ომეგას“ მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სადაც ამბობს, რომ ყველა გაყიდული კოლოფიდან თანხა პარტიის ფონდებში მიდის.

აუთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი, გასარკვევია. პროკურატურამ წინა ჩანაწერების  შესწავლა უკვე დაიწყო.



ავტორი: