"ჩარჩენილები არიან წარსულში" - კახა კალაძის თქმით "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუით, ტყუილით, შანტაჟით, შავი პიარით ცდილობს საარჩევნო კამპანიის ჩაშლას

17:45 09-24-2018
148

ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში, რომ არა ერთი კონკრეტული პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო გარემო.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ძველ ხერხებს იყენებს წინა საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. კალაძის განცხადებით, აპირებენ, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ.

"თქვენ ხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ხელი შეუშალონ კონკრეტულ კანდიდატებს საარჩევნო გარემოს ჩატარებაში. თავის პარტიის წევრებს აგზავნიან და ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას. 

ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გავავრცელეთ. გვქონდა ინფორმაცია, რომ ყველა შეხვედრაზე ცდილობენ ჩაშალონ შეხვედრები. შეურაცხყოფა მიაყენონ კონკრეტულ კანდიდატს. ეს არის მათი სტილი. ჩარჩენილები არიან წარსულში. რასაც აკეთებდნენ 2012 წელს და მანამდე, იგივე მეთოდებით: სიცრუით, ტყუილით, შანტაჟით, შავი პიარით აგრძელებენ ხელის შეშლას. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავტოვოთ წარსულში, არ გამოვიდნენ და დარჩნენ იქ, სადაც არიან, როგორც ის მოსახლეობამ 2012 წელს გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე" - დასძინა კალაძემ.

 

ავტორი: