გაიწვევს თუ არა პარლამენტი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს - პატრიარქის განცხადების შემდეგ, განმარტებები საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და დედაქალაქის მერმაც გააკეთეს.
კახა კალაძე არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა პარლამენტიდან, თუმცა, ირაკლი კობახიძის მსგავსად, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციებია საჭირო.
"კანაფის მოყვანას რაც შეეხება, საჭიროა კომუნიკაცია. მგონია, რომ ჩვენი პრობლემა იყო კომუნიკაციის არარსებობა. კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყო გადაწყვეტილება მიღებული" - განმარტა დედაქალაქის მერმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კანონპროექტის შეჩერება დადებითად შეაფასა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო პროექტს საერთოდ შეაჩერებს და მოსახლეობაში სიმშვიდე დაისადგურებს.