,,სახალხო, საპროტესტო მუხტი უნდა აგორდეს ქუჩაში" - შალვა ნათელაშვილი

21:45 09-24-2018
85

 ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა, სახალხო, საპროტესტო მუხტი უნდა აგორდეს ქუჩაში, სადაც ყველა ფენამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

,,რევოლუცია იქნება მშვიდობიანი, მოძალადეების მიმართ ლექციების კითხვას რა აზრი აქვს.

ერთიანმა ძალამ ეს ბოროტება უნდა დაამარცხოს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ნიშანი, რომ რეკეტი გაგრძელდება , - განაცხადა ნათელაშვილმა გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში.