საყოველთაო ნათლობა - დღეს პატრიარქი 620 ბავშვის ნათლია გახდება

10:04 09-25-2018
115

სამების საკათედრო ტაძარში დღეს 55-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კიდევ 620 ბავშვის ნათლია გახდება. 

ნათლობა 17:00 საათზე დაიწყება, თუმცა პატრიარქი ტაძარში 20:00-ზე მიბრძანდება. ილია მეორე საკუთარ ნათლულებს დალოცავს და მოწმობებსა და ნათლობის ჯვრებს გადასცემს.

ამ დროისთვის ილია მეორეს 36 102 ნათლული ჰყავს. კათოლიკოს-პატრიარქს სურს, რომ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. უწმინდესის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. 

ავტორი: