თბილისში მატარებელი 20 წლის გოგოს დაეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

11:25 09-25-2018
2466
თეგები: მატარებელი

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის გოგოს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პრაიმტაიმს თვითმხილველებმა უთხრეს, შემთხვევის დროს გოგონას ყურსასმენები ეკეთა და სავარაუდოდ, მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ნინო რაზმაძე