შტორმი შავ ზღვაში - 18:00 საათიდან ზღვაში შესვლა იკრძალება

13:06 09-25-2018
91

დღეს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი.

სამაშველო სამსახურები, საზოგადოებას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს

ავტორი: