"ძირითადად განქორწინებისკენ მიდრეკილებას განაპირობებს"... - ასტროლოგის დაკვირვება და რჩევები

15:02 09-25-2018
344

რა განაპირობებს ოჯახების ნგრევას - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

"ძირითადად განქორწინებისკენ მიდრეკილებას განაპირობებს (ჩამოთვლილი მონაცემებიდან გამომდინარე) თავისუფლების წრეგადასული და დაუძლეველი მოთხოვნილება, ის რომ ადამიანს გამუდმებით უნდა იყოს წყვილში, მაგრამ ასევე, საკუთარი, პირადი სივრცის შენარჩუნებაც ესაჭიროება და ყველა ვალდებულება რომელსაც ოჯახი და ქორწინება ითვალისწინებს, მისთვის აღიქმება როგორც შეზღუდვა.

რამოდენიმე ვარიანტში მრავალჯერადი განქორწინება გამოწვეულია ილუზიებით. ადამიანი აიდეალებს ურთიერთობას და პარტნიორს, მიაწერს რა ამ უკანასკნელს იმ თვისებებს რაც მას არ გააჩნია რეალურად. შემდგომში კი ოჯახური ცხოვრება თვალს უხელს და რეალობა აღარ მოსწონს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ასეთი ადამიანი "იგივე წრეზე" მიდის და ისევ იდეალს ეძებს ახალ პარტნიორში, ნაცვლად იმისა რომ საკუთარ თავს რეალობის ობიექტური ხედვა ასწავლოს.

რამოდენიმე შემთხვევაში კი ხშირი განქორწინებები გადამეტებული სექსუალური მოთხოვნილების და ამ სფეროში მეტი და მეტი მრავალფეროვნების მოთხოვნილებით იყო გამოწვეული. ამას დავუმატოთ თითქმის ყველა შემთხვევაში ბავშვობის ტრავმები და გარკვეული ნეგატიური გამოცდილება დედასთან/მამასთან ურთიერთობაში რაც ასევე ხშირად არის განმაპირობებელი ფაქტორი ხშირი განქორწინების" - განმარტავს ბზეკალავა.

 

ავტორი: