"მის მსოფლიოზე მაინც გავალ!" - მის უკრაინას ტიტული მოტყუების გამო ჩამოერთვა

20:09 09-25-2018
879

მის უკრაინა 2018, ვერონიკა დიდუსენკო ტიტულის ჩამორთმევას აპროტესტებს. სილამაზის კონკურსის გამარჯვებული საკუთარი დისკვალიფიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია. მან ღონისძიების ორგანიზატორები დისკრიმინაციაში დაადანაშაულა, რადგანაც ისინი კონკურსში მხოლოდ იმ დაუქორწინებელ ქალბატონებს იღებენ, რომლებსაც არც შვილები ჰყავთ.

დიდუსენკო აცხადებს, რომ ჩინეთში მის მსოფლიოს კონკურსზე მაინც გაემგზავრება. ის ტიტულზე უარის თქმას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილებამ კონკურსის ორგანიზატორები დააფრთხო. იურისტების თქმით, შესაძლოა ამ ფაქტის გამო, ქვეყანას მის მსოფლიოზე მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალონ.

დიდუსენკოს ტიტული მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც გაარკვიეს, რომ გოგონამ ოჯახურ მდგომარეობაზე ინფორმაციის შევსებისას მოიტყუა და შვილი ჰყავს.