რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბერა ივანიშვილის დაოჯახების შესახებ. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა. ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში ნანუკა გუდავაძის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, მისი ჯგუფელი - თორნიკე საუბრობს.
როგორც თორნიკე იხსენებს, თავისებური ხასიათის ნანუკას ჯგუფელებთან დისტანცირებული ურთიერთობა ჰქონდა და რაიონებიდან ჩამოსულ ჯგუფელებთან კონტაქტიც არ ჰქონდა.
"ნანუკა არასოდეს ყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციების შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციის ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა. ზოგადად, უნივერსიტეტში ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა, „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნებოდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არ ვამტყუნებ - ნანუკა ძალიან ლამაზი, გამორჩეული და დახვეწილი გოგოა და იცის თავისი ფასი, ამიტომ ბიჭები ვერც კი ეკარებოდნენ“, - იხსენებს თორნიკე.