დღეს გერმანიის ერთერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის აფიშა დაბეჭდა, გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება.
გაზეთმა Offenbach-postma“ კი დაგეგმილ ექსპოზიციას, მეთაური სტატია უძღვნა:
- წერილში საუბარი, ქართული ანბანის მსოფლიო მნიშვნელობაზე და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზეა. ოფენბახის შრიფტის მუზეუმში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა, 4 ოქტომბერს გაიხსნება და 18 ნოემბრამდე გასტანს.
ეს არის, ქართული ანბანისადმი მიძღვნილი, ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც დღემდე ევროპაში მოწყობილა. 170-მდე უნიკალური ექსპონატი ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებსა და რარიტეტულ გამოცემებს აერთიანებს:
- კოლექციაშია, ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ გელოვანის კუთვნილი, XVI-XVII საუკუნეების ხელნაწერები, მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები.
გამოფენა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით იმართება, გამოფენის კურატორები არიან, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია და ოფენბახის შრიფტის მუზეუმის დირექტორი, შტეფან ავტორი: რუსა ღვანიძე