რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის, ქალაქ ნორისტაუნის სასამართლომ,, 81 წლის მსახიობი ბილ კოსბი, ყოფილი თანამსრომლების გაუპატიურების ბრალდებით, დამნაშავედ ცნო.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის წყაროს ცნობით, დაზარალებულებს შორის, 7 მამაკაცი და 5 ქალბატონი იყო.
მსახიობის სასამართლო პროცესი, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 14 საათს გაგრძელდა. ის, ტემპლ ანდრეა კონსტანდის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს და დამნაშავედ აღიარეს. მსახიობს პატიმრობა, 10 წლამდე ვადით ემუქრება. მაგრამ ასაკის გამო, კოსბის შესაძლებელია, პატიმრობის ვადა შეუმცირონ.
Associated Press-ის ინფორმაციით, მსახიობი, სავარაუდოდ მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აეკრძალა, მონტგომერიდან გასვალა, რომელიც პენსილვანიის შტატში მდებარეობს.
ბილს, სექსუალურ ძალადობაში, 60-მდე ქალბატონი ადანაშაულებს.
ცნობილია, 1980-იანი წლებში, ერთ-ერთი გადაცემის შოუ კოსბის წამყვანი, რომელსაც ამერიკელმა საზოგადოებამ ამერიკის მამამთავარი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, კომედიური ჟანრის ამერიკელ მსახიობს, ბილ კოსბის, 15 წლის გოგონას გაუპატიურებაში და გახრწნაში, დასდეს ბრალი.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: