"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, როდესაც საზოგადოების გარკვეული პირები ითხოვენ, რომ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია, "გირჩი" ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე.
"დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია. ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი. საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია. საქართველოს პარლამენტი, "გირჩი" ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში", - წერს ჯაფარიძე.