სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაინიშნენ, ღონისძიებებზე და პუბლიკის წინაშე, მუდამ ერთად ჩნდებიან.
25 სექტემბერს, ლონდონში, სამეფო სამხატვრო აკადემიაში, ექსპოზიცია -ოკეანეთის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს ოკეანეების ქვეყნების წარმომადგენლები, მხატვრები და ხელოვანების სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ღონისძიებაზე მეგანი, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე, პრინცის გარეშე, რა დროსაც უცნაური ფაქტი დაფიქსირდა - ჰერცოგინია, ავტომობილიდან ისე გადმოვიდა, რომ ხელი არავინ არ შეაშველა და მანქანის კარიც თვითონ გააღო და დახურა. ამ დაუჯერებელმა ამბავმა, ფემინისტური ინტერნეტ-აუდიტორიის სიხარული გამოიწვია.
ლონდონში გამართულ ივენთზე, მეგანი, Givenchy-ის ბრენდის, შავი ფერის ბარხატით გაწყობილ კაბაში და Aquazzura-ს შავ ფეხსაცმელით პოზირებდა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 25 სექტემბერს, მეგანი და ჰარი, Invictus Game-ს შეჯიბრზე, ერთად პირველად წარსგნენ პუბლიკის წინაშე.
პრინცი ჰარის მეგობარი გოგონა, რომელიც ერთი წლის თავზე, ოფიციალური მეუღლის სტატუსს ატარებს, უკვე შეუძლია რომ, პრინცის გარეშე ჩაატაროს ღონისძიებები და ავტომობილის კარიც კი დამოუკიდებლად დახუროს.
საინტერესოა, კიდევ რა ცვლილებები და დაუჯერებელი ფატები იქნება, მომავალ წელს, სასექსის ჰერცოგინიას პირად ცხოვრებაში.
იხ. ფოტოკოლაჟი: