ზაზა სარალიძე საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს - რა ვითარებაა პარლამენტთან (LIVE)

20:17 09-26-2018
149

ზაზა სარალიძე საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

აქციის დაწყებამდე და მიმდინარე აქციაზეც დღეს არაერთი დაპირისპირება მოხდა. შვილმკვდარი მამების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ხელისუფლება და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

სარალიძის მხარდამჭერი, ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს  ზაზა სარალიძის პოლიტიკოსებთან საუბარი დაამონტაჟეს და ხვალ გამოქვეყნებას აპირებენ. სწორედ ამიტომ, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას გამოსვლისა და მხარდაჭერისკენ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. რამდენიმე საათის წინ, მათ სარალიძეს კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 



ავტორი: