პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა. ომბუდსმენის წარმომადგენელი სუსის თანამშრომელი ეგონათ და აქციიდან გააძევეს.
დღეს შვილმკვდარი მამების აქციაზე დღეს არაერთი დაპირისპირება მოხდა. ზაზა სარალიძე, აქციის მონაწილეებთან ერთად სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. ასევე, დავით სარალიძის მამის თქმით, მის მეუღლეს პოლიციელები ფიზიკურად შეეხნენ.
რამდენიმე საათის წინ სარალიძეს კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
აქცია პარლამენტთან 19:00-ზე განახლდა. სარალიძე და მაჩალიკაშვილი საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - გადადგეს ხელისუფლება.