"იბერიას" ეთერში, ომეგა ჯგუფისა და "იბერიის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განმარტებები გააკეთა.
მან განაცხადა, რომ მმართველი პარტია ქრთამს სთხოვდა. მხოლოდ იმიტომ, რომ წესიერებას, კანონს და ქართველ ხალხს ვერ უღალატებდა, მან უარი განაცხადა, რის გამოც ის ვითრება შექიმნა, რაც ახლა ხდება ტელეკომპანიის და "ომეგა ჯგუფის ირგვლივ:
"ვერ ვღალატობ და არ ვუღალატებ ქართველ ხალხს, წესიერებას და კანონს. არ გადავეცი ოცნებას 75% ამიტომაც 100% წაიღეს. ეს არის სწორედ პრობლემა - არ მივეცი ქრთამი. ვებრძოდი გამოძალვას.
რომ გაეცნოს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქმეს, ასე არ ისაუბრებდა.
ჩემი მიზანი არ არის ვინმეზე ნადირობა, ან რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, ან ლიდერი პარტიის მიმართ. ჩემი მიზანია ჩემთან მომუშავე ხალხმა აიღონ დამსახურებული ხელფასი და იმუშაონ. თუ ამაში რომელიმე პოპულარული, წარმატებული, მინისტრი, თუ პრემიერ-მინისტრი მოყვება, კანონთან ყველა ერთია. მე მივსდევ სამართალს" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" ოქუაშვილმა.
დღეს, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სია გამოქვეყნდა, რომლებიც შესაძლოა "იბერიას" საქმეზე ლონდონის სასამართლოში დაიბარონ. ამის შესახებ ფილდ ფიშერის იურისტმა "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.