"ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას 51 მილიონზე მეტად "იბერიას" ხელში ჩაგდება სურს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიზნესი დღეს ტერორშია - ამის შესახებ მან გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ისაუბრა:
"ამ კაცს კი არ ვუდგებით გვერდით ჩვენ ვუდგებით წარმოებას, მეწარმეობას, განვითარებას, პრესტიჟს, სახელწიფოს და თავისუფალ მედიას. ქვეყანა ვერ განვითარდა იმიტომ, რომ ბიზნესი არის დატერორებული. თავისუფალი ბიზნესის, კონკურენციის, ადამიანების გარეშე თანამედროვე სახელმწიფოები არ იქმნება. მივიღეთ ეს შედეგი. ეს შედეგი აუცილებლად დადგებოდა და დადგა კიდეც! ყველა მოქალაქე ამბობს რომ ეს არის ბიზნესზე ზეწოლა და დატერორება..
იმდენად არ აინტერესებთ, ადამინების ჯანმრთელობა და არ აინტერესებთ ეს 51 მილიონი, მათ აინტერესებთ "იბერია" ტვ, რომელიც არის თავისუფალი ტელევიზია" - განაცხადა დუმბაძემ "თავისუფალ სივრცეში".