ინგლისის დედოფლის ელიაბედ მეორის დედა, დედოფალი ელისაბედ ბოუზ-ლაიონი, ცნობილია, რომ ყოველი სადილის და ვახშმის წინ, განსხვავებულ რიტუალს ატარებდა.
სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობა, პროტოკოლის წესებს რეგულარულად იცავენ: სამეფო მენიუ - ელისაბედ II-ის კვების რეჟიმი. სამეფო ოჯახის წევრებს,საკუთარი მენიუ აქვს. მაგალითად, დედა-დედოფალი, ელისაბედ ბოუზ-ლაიონი, რომელმაც 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყოველი სადილის და ვახშმის წინ, ერთ ჭიქა მშრალ მარტინის მიირთმევდა. ამ ინფორმაციის შესახებ, ედრიენა ტინნისვუდმა, ახალ წიგნში - Behind the Throne: A Domestic History of the Royal Household დაადასტურა.
-ელისაბედ II-ის დედა, სადილის წინ, აუცილებლად მიირთმევდა ერთ ბოკალ ფრანგულ ღვინოს - დუბონეს ან ერთ ჭიქა ჯინს, ხოლო ვახშამზე - ერთ ბოკალ მარტინის და შამპანურს. ანუ, ყოველი კვების წინ, დედა-დედოფალი, ალკოჰოლურ სასმელს, ყოვეთვის აგემოვნებდა. და ეს, ყოველ დღე მეორდებოდა და არასოდეს არ ცვლიდა მენიუს - იხსენებს დედოფლის ახლო ნათესავი მარგარეტ როდსი.
კოლინ ბერდჟესის ინფორმაციით, რომელიც დედოფალ-დედას ყოველდღე უმზადებდა განსაკუთრებულ კოქტეილს, ელისაბედი, თავს უფლებას აძლევდა, რომ ყოველი სადილის შემდეგ, 1 ბოკალი პორტვეინი , ვახშმის წინ 2 ჭიქა მარტინი და სადილობის დროსაც კი, Veuve Clicquo-ს შამპანური დაეგემოვნებინა. ბერდჟესმა, საკუთარ წიგნში, კლარენს-ჰაუსში გატარებული წლები გაიხსენა და დედა-დედოფალი, როგორც სასმელის მოყვარული, ისე მოიხსენია.
ამასთან განსხვავებით, ტინნისვუდს სხვაგვარი ვერსია აქვს:
-90-იან წლებში კლარენს-ჰაუზში სამეფო ცხოვრება, წყნარ გარემოში მიმდინარეობდა. როცა ელისაბედი მარტო სადილობდა, სასტუმრო ოთახის კუთხეში დაბრძანდებოდა-ხოლმე, ხოლო კარგი ამინდის შემთხვევაში - ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში. მსი ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული ამბები კი, სიმართლეს არ შეესაბამება - წერს ტინისვუდი.
იხ. ფოტოკოლაჟი: