თბილისის პროკურატურაში "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა გრძელდება

10:32 09-28-2018
97

თბილისის პროკურატურაში ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს იგეგმება.

როგორც პრაიმტაიმს უწყებაში განუცხადეს, დღეს გამოკითხვაზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის მეუღლე, ნატო ჩხეიძე უნდა მისულიყო, თუმცა იმის გამო, რომ დეპუტატი თბილისში არ იმყოფება, გამოკითხვა ორშაბათისთვის გადაიდო. პროკურატურის ინფორმაციით, ჩხეიძემ გამოკითხვის გადავადების მოთხოვნით უწყებას დღეს მიმართა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით კი, საგამოძიებო უწყებაში „ომეგას“ დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე მივა. 

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ავტორი: