შეერთებულ შტატებში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრებმა გაეროში პრემიერის გამოსვლა შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, პრემიერმა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.
მან ასევე ხაზი გაუსვა მსოფლიო თანამეგობრობის გააქტიურებისა და ტონის გამკაცრების მნიშვნელობას.
„პრემიერ მინისტრმა სწორედ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მსოფლიო თანამეგობრობის მკაფიო რეაგირება, მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა სიტუაციის ისეთი განვითარება როგორი განვითარებაც მას მოჰყვა.
მსოფლიო თანამეგობრობა უფრო და უფერო აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იმასთან დაკავშირებით,რომ არ იყოს დაშვებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური სამართლის ნორმების დარღვევა“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.