იბერიასა და ომეგა ჯგუფის საქმეზე დაბარებული ომეგას დირექტორი, გამოკითხვაზე მივიდა.
,,გამომიძახეს მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე.გამოვცხადდი დანიშნულ დროზე. გვქონდა ჩვენ საუბარი გამომძიებელთან, რა თქმა უნდა, ჩემს ინტერესშია გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად. ყველა დასმულ შეკითხვაზე გავცემ სრულ და ამომწურავ პასუხს, რომ გამოძიებას ხელი შეეწყოს და კარგად წარიმართოს საქმე- განაცხადა ასანიძემ.
მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველაფერს მოახსენებს მას შემდეგ, როცა დასრულდება გამოკითხვა.
გამოკითხვაზე ასანიძესთან ერთად გამოცხადდა მისი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.
,,დღეს გამოცხადდება მესამე დირექტორი და ამით პრაქტიკულად სამივე დირექტორი ვინც დაბარებული იყო ქალაქ თბილისის პროკურატურაში ამოიწურება მათი გამოცხადება. რაც შეეხება უშუალოდ ბატონი ნიკოლოზის პოზიციას, ის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე და მისი ინფორმაცია მართლაც შეიძლება უმნიშვნელოვანესი იყოს. მთავარია, გამოძიება რამდენად გამოიყენებს თითოეული მოწმის მიცემულ ინფორმაციას.-განაცხადა ფანცულაიამ.
ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას, ასევე ამბობს რომ 7-8 ჩანაწერი გამოძიების ხელშია და დაინტერესებულები არიან თითოეული ჩანაწერით.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.