საბერძნეთში, ძლიერი ქარის გამო, ატიკას რეგიონში სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ინფორმაციას Greekreporter-ი ავრცელებს.
ატიკაში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიდან 15-მდე დაეცა. ქვეყანაში ციკლონი "ფსენოფონტია." ქარის სიძლიერე ბოფორტის შკალით 12-ბალიანია.
ძლიერმა ქარმა სალონიკთან ახლოს, რამდენიმე პორტში გემები ჩაძირა, საუბარია სულ 4 გემზე. სინოპტიკოსების თქმით, იონიის ზღვაზე ქარი შესაძლოა ქარიშხალში გადაიზარდოს.
გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალია, შეზღუდულია სარკინიგზო მიმოსვლაც.