აღმოსავლეთ ჩინეთის ცეიანის პროვინციის ქ. ჩანჩჟოუს მუნიციპალიტეტის ბავშვთა საავადმყოფოში, 8 წლის ბავშვი, ქსია იუ, მიოკარდიტის მწვავე დიაგნოზით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. გულის მარცხენა პარკუჭის გაეთიშა და ფაქტიურად გულს სისხლს ვეღარ აწვდიდა, რამაც გულის უკმარისობა გამოიწვია.
"The Daily Mail"-ის ინფორმაციით. 27 სექტემბერს, დილით ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა, ბავშვს განუვითარდა გულის არითმია, წნევა დაეცა, გული გაუჩერდა და სუნთქვა შეაჩერა.
კლინიკის 30 თანამშრომელი - ექიმები და ექთნები, სასწრაფოდ ბავშვი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და გულის რენიმაცია და მასაჟი ჩაუტარეს. მედპერსონალი, 5 საათის განმავლობაში ცდილობდა ბიჭის გადარჩენას.
"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბავშვი გადაგვერჩინა, სამწუხარო ფაქტი იქნება, რომ დავკარგოთ ბავშვი" - ამბობს ექიმი.
ამ ეტაპზე ქსია იუ, შანხაის ფრანგული უნივერსიტეტის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ინტენსიური თერაპიის კურსები უტარდება.