"სიყვარულის პიკი" - ბიზნესმენი თოშა ქებურია და მოდელი ქეთა ჟღენტი მშობლები გახდნენ

15:09 09-28-2018
3409

ცნობილი ქართველი მილიონერის თორნიკე, იგივე თოშა ქებურიას და 19 წლის მოდელის, ქეთა ჟღენტის ნიშნობა, გასული წლის აგვისტოში შედგა. ბიზნესმენმა ქეთას ხელი, საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა. ქორწილის ცერემონია კი, ქებურიას სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა. რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ წყვილი, პატარას ელოდებოდა. 

გუშინ, 27 სექტემბერს, თოშა ქებურია და ქეთა ჟღენტი, ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 20 წლის მოდელმა,  ქეთა ჟღენტმა, ქ. თბილისში მდებარე ჩაჩავას სახელობის კლინიკაში იმშობიარა და ქალიშვილი გააჩინა. გოგონას სახელად, კატერინა დაარქვეს. 

ქეთას დედა, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია, რომელიც 5 შვილის და ამჟამად უკვე შვილიშვილის, კატერინას ბებიაა, სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:  

სიყვარულის პიკი - წერს ლიკა შენგელია. 

prime time-ის გუნდი, ქეთას და თოშას, ქალიშვილის, კატერინას დაბადებას ულოცავს.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე