"მარიხუანას" მოხმარების გამო ოზურგეთში ქორწილის ცერემონია ჩაიშალა

17:18 09-28-2018
2735

ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში "თამარიონი", რამდენიმე დღის წინ, ქორწილის ცერემონია გაიმართა. დღესასწაულზე მყოფი სტუმრები, ქორწილის დაწყებიდან რამდენიმე ხანში, ნეფე-პატარძლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი, ფაქტიურად ჩაიშალა. 

საინფორმაციო წყარო "გურიის მოამბეს" ინფორმაციით, თვითმხილველებმა, ქორწილის ჩაშლის მიზეზი დაასახელეს - სიძე, იატაკზე დაცემის შედეგად, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. 

"სუფრა ახალი დაწყებული იყო, როცა ნეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ, მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ, მესამეჯერ... და უცებ, დაავიწყდათ ასროლილი ნეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. სიძე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

თვითმხილველების ინფორმაციით, როგორც ნეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული. ვინაიდან პატარძალი, ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის, ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარს, გორის მარიხუანას აბრალებენ"- ამბობს ერთ ერთი თვითმხილველი.

ავტორი: რუსა ღვანიძე