"თუ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, შესაბამის უწყებებს შეუძლიათ რეაგირება" - როგორ აფასებს ომბუდსმენის წარმომადგენელი პოლიციასთან დაპირისპირების ფაქტებს? (ვიდეო)

18:22 09-28-2018
123

პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც იწვევდეს - აცხადებს ​სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების ფაქტების კომენტირებისას.

კონკრეტული კადრები არ მინახავს, თუმცა ზოგადად, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისას შესაძლოა გამოიკვეთოს, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარკვეული ნიშნები, ასევე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც იწვევდეს. თუ ამას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი რეაგირების განხორციელება შეუძლია უფლებამოსილ პირებს, იქნება ეს შსს თუ სხვა უწყებები - განაცხადა გვარამაძემ.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე განმარტებას აკეთებს კარვის გაშლის აკრძალვასთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ საკითხს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

კარვის გაშლის უფლება დაცულია შეკრების თავისუფლებით და შეკრების დროს, მოქალაქეებს უფლება აქვთ აღმართონ ასევე კარვები, თუ ის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას არ უქმნის პრობლემას, ან ადმინისტრაციული დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და აშ. წლებია უკვე ამაზე ვსაუბრობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვარკვევთ როგორ მოხდა ამ უფლებაში ჩარევა და რატომ აუკრძალეს. სახალხო დამცველი სწავლობს საკითხს. გამოვითხოვეთ ინფორმაცია შსს-დან და ველოდებით პასუხს, რატომ მოხდა შეზღუდვა - განუცხადა პრაიმტაიმს თამარ გვარამაძემ.

 

ავტორი: