რა უნდა გავაკეთოთ, თუ კიბოს აღმოგვიჩენენ - ცნობილი ამერიკელი ექიმი და მეცნიერი მარკ ჰეიმანი

23:43 09-28-2018
2302
თეგები: კიბო

ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა და მეცნიერმა მარკ ჰეიმანმა დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ როცა კიბოს აღმოგვიჩენენ.

მარკ, რას გააკეთებდი თუ კიბოს დიაგნოზს დაგისვამდნენ? - რამდენიმე დღის წინ ეს კითხვა მეგობარმა დამისვა.

სამწუხაროდ, ცხოვრებაში კიბოსთან ხშირად მქონია შეხება: როგორც პაციენტების, ისე ოჯახის მეშვეობითაც. პრობლემა იმაშია, რომ ტრადიციული მედიცინა არასწორი, მოძველებული კატეგორიებით მსჯელობს, როცა საქმე ონკოლოგიას ეხება. 

ჩვენ არაჩვეულებრივად ვისწავლეთ მისი ამოკვეთა, წვა თუ ქიმიოთერაპიით გამკლავება. თუმცა, სამწუხაროდ კიბოს მიზეზი მკურნალობას ბოლომდე მაინც არ ექვემდებარება.

საბედნიეროდ, გვაქვს ალტერნატივა. ეს კიბოს მიმართ ფუნქციონალური მედიცინური მიდგომაა.

ფუნქციონალური მედიცინა სპეციალისტებსა და პაციენტებს საშუალებას აძლევს საერთო საქმე გააკეთონ, რათა დაავადებების მიზეზები საფუძველშივე აღმოფხვრან.

მიზანი ერთია: ჩააბარეთ ნიმუშები გენეტიკური ანალიზისთვის, ექიმები კი გაგარკვევენ თუ რომელი ქრონიკული დაავადებებისკენ გაქვთ მიდრეკილება, რა უნდა გააკეთოთ რათა მათ გაექცეთ.

სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ კიბო ორგანიზმის ენერგეტიკული სისტემის დისბალანსია. დაავადება თანდათან იჩენს თავს, ამიტომაც, ბევრი ადამიანი სიმსივნით ცხოვრობს და ამის შესახებ ეჭვიც არ უჩნდება.

მოკლედ, კიბო არასწორი ცხოვრების შედეგია. რა უნდა ვიღონოთ? შევცვალოთ ის! ერთის მხრივ, ეს შეიძლება ონკოლოგიური პროფილაქტიკა იყოს. მეორეს მხრივ, ცხოვრების ახალი წესი პაციენტებს საშუალებას მისცემთ სიმსივნისგან გათავისუფლდნენ.

ცნობილია, რომ ორგანიზმის იმუნურ სისტემას შეუძლია კიბოს უჯრედები გამოააშკარაოს და გაანადგუროს.

წარმოგიდგენთ 5 ნაბიჯს, რასაც მე გადავდგამდი, მაშინ როცა კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ:

1. შევწყვიტავდი შაქრის მიღებას

შაქარი კიბოს უჯრედებს კვებავს და აფართოებს. 

2. რაციონიდან ამოვიღებდი ყველა პროდუქტს, რომელიც მე არ მერგება

მაგალითად, ამერიკელების 35% სენსიტიურია გლუტეინის მიმართ. ასეთი ადამიანები თუ ყოველდღე პურს შეჭამენ, ან კიბო დაემართებათ, ან გულის დაავადებებით გარდაიცვლებიან.

ზოგიერთისთვის საკვებ ალერგიას რძის პროდუქტები იწვევს. თუ ასეთი ადამიანები ხშირად სვამენ რძეს და ცუდ შეგრძნებებს სტრესს ან სამსახურში დაღლილობას აწერენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან.

უსმინეთ საკუთარ თავს. თუ რაიმეს მირთმევის შემდეგ, რაც შესაძლოა მოგწონთ, თავს ცუდად გრძნობთ, ესეიგი თქვენი ორგანიზმისთვის შეუთავსებელია და მასზე უარი უნდა თქვათ.

3. ვიზრუნებდი ანთებით პროცესებზე ორგანიზმში

ანთება პირდაპირი გზაა სერიოზული ქრონიკული დაავადებებისკენ, მათ შორის კიბოსკენ. თუ დაღლილობას და დეპრესიას გრძნობთ, იკვებეთ ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტებით. მათი საუკეთესო წყაროა: წითელი თევზი და სელის მარცვლები. ისინი დაეხმარებიან ორგანიზმს ანთებით პროცესებს გაუმკლავდეს.

4. ვიზრუნებდი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე

შესაძლოა კიბოს მიზეზი ნაწლავების მიკრობი გახდეს, ის ბაქტერიები, რომლებიც კუჭში ბინადრობენ. მიიღეთ ბევრი კეფირი და იოგურტი. ასევე ტყის კენკრა, ყურძენი... მოკლედ ბევრი პრიობიოტიკები. 

5. გავექცეოდი ტოქსინებს

თავი აარიდეთ პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, bisphenol A-ს.. არ იყიდოთ სასმელები პლასტიკურ ბოთლში. არ მიირთვათ რთული ნახევარფაბრიკატები. ერიდეთ ხორცს ცენტრალურ ქუჩებში, ავტომობილების გარემოცვაში მორთმეული ღორის ხორცი არც ისე ჯანსაღი იქნება.

გახსოვდეთ: კიბო განაჩენი არაა. თუ სათანადო ძალისხმევას გამოიჩენთ, ავადმყოფობაზე გამარჯვებას შეძლებთ. თქვენი მიზანია არამხოლოდ ექიმებს დაეყრდნოთ, არამედ საკუთარ თავს. გააკეთეთ ყველაფერი, რათა საკუთარი შანსები გაზარდოთ.-აცხადებს მარკ ჰეიმანი.