კლარენს ზეედორფი, ფლორიან მალუდა და კახა კალაძე ბათუმში

21:05 09-29-2018
302

ბათუმში ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი და საფრანგეთის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილი შემტევი ფლორიან მალუდა არიან ჩამოსულები. მათთან ერთად ფოტო თბილისის მერმა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ Instagram-ზე გამოაქვეყნა. 

კიდევ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბათუმის დინამოს ყოფილმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გამოაქვეყნა.

როგორც 1tv წერს, მათი ჩამოსვლის მიზეზი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 3 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩია, რომელსაც მხარს სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაირ მამედოვი უჭერს. ფეხბურთელები საქართველოში სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.