გვინეტ პელტროუ და ბრედ ფალჩუკი დაქორწინდნენ (ფოტოები)

16:07 09-30-2018
231

გვინეტ პელტროუ და მისი შეყვარებული, პროდიუსერი ბრედ ფალჩუკი საბოლოოდ დაქორწინდნენ. წყვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა საქორწილო ცერემონია საზოგადოებისგან ფარული გაეხადათ. პაპარაცებმა ლოკაციის და სტუმრების დაფიქსირება მაინც მოახერხეს.

ცერემონიალი ლონგ-აილენდზე მდებარე გვინეტ პელტროუს სახლში გაიმართა. სიძე საკუთარ ქორწილში პომპეზური წითელი მანქანით გამოჩნდა.

სტუმრებს შორის იყვნენ რობერტ დაუნი უმცროსი, სტივენ სპილბერგი, კამერონ დიასი და აშ. მსახიობის ყოფილმა ქმარმა, კრის მარტინმა, რომელთანაც გვინეტს განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ქორწილში მისვლა ფესტივალზე სიმღერის გამო ვერ შეძლო.