ახალ ფარულ ჩანაწერებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება და აცხადებს, რომ უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს ჩანაწერებით ელაპარაკებოდნენ. მისი თქმით, ამ ცილისწამებების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ფიქრობს ხალხისა და ქვეყნის დახმარებაზე.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მას აქვს ზუსტად ის სტატუსი, ის პოლიტიკური პოზიცია რაც აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და რითიც ის არის დაკავებული რაც მე ვიცი, ის აგრძელებს ისევ მიუხედავად მის მიმართ ამდენი ცილისწამებისა და ამდენი ყველა ზღვარს გადასული შეფასებისა, აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას. უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ერთმანეთს მოქალაქეები ელაპარაკებოდნენ მხოლოდ ჩანაწერებით. გამოძიება მიმდინარეობს ყველაფერს სახელი დარქმევა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ წარსულში ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდებით,“-აცხადებს ეკა ბესელია.