„ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში"

12:20 10-01-2018
81

ქართული ოცნების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ბიზნესზე ზეწოლა დააბრალოს მას.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც ლიდერების ერთობლივი განცხადება გააცნო საზოგადოებას, აღნიშნა, არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა.

უსუსური ეგრეთწოდებული ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ქართული ოცნება“ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ქართულ დემოკრატიას, ქართულ საზოგადოებას, ქართულ მედიას და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე: არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები, - აღნიშნულია განცხადებაში/