სკანდალი! კრიშტიანუ რონალდუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

12:55 10-01-2018
347

ამერიკის მოქალაქე, კეტრინ მაიორგი, ცნობილ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ფეხბურთელის წინააღმდეგ, სასამართლო უწყებას მიმართოს.

კეტრინის ინფორმაციით, 2009 წელს, ლას-ვეგასში, რონალდუმ, ერთ-ერთ სასტუმროში, გოგონა გააუპატიურა და დუმილის სანაცვლოდ კი, 375 000 დოლარი გადაუხადა.  

ინფორმაციას, გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.  სკანდალს რონალდუმ კომენტარით უპასუხა:

ეს ყველაფერი ტყუილია. მას სურვილი აქვს, რომ ისარგებლოს ჩემი სახელით, რომ ცნობადი სახე გახდეს. ეს ჩემი სამსახურის, ერთ-ერთი ნაწილია- ამბობს რონალდუ. 

რონალდუს ადვოკატის, კრიშტიან შერცის ინფორმაციით, კეტრინის მიზანია, კომპენსაცია მოითხოვოს, მორალური ზიანის მიყენებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს, გაზეთმა New York Times, გამოაქვეყნა ამერიკელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის საქმის გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან, სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე.

გამოცემის ინფორმაციით, ვაინშტაინი, ათწლეულების განმავლობაში, კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს, სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს, ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები.

ჰარვის შემდეგ, სექსუალურ ძალადობაში ასევე დაადანაშაულეს, ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჟერარ დეპარდიე, სილვესტერ სტალონე, ედ ვესტვიკი, ჯეიმს ფრანკო, კევინ სპეისი, ბილ კოსბი, ლუქ ბესონი და სხვები. 

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე