რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველო რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი და იმედ იტოვებს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შედეგიანი იქნება.
როგორც გრეგორი კარასინმა აღნიშნა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ყველაფერი დალაგებულია პოლიტიკური სიმპათიების გარდა.
„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ჩვენ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება გვსურს, არაერთი საკითხი უკვე მოგვარებულია, თუმცა პოლიტიკური შემადგენელი კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ჩვენ ვეცნობით ქართული მხარის განცხადებებს და ვხედავთ, რომ ის რუსეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი. გულს გვიტეხს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კრიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის“, - განაცხადა კარასინმა.