The Beatles-ის ყოფილი წევრი პოლ მაკკარტნი საბავშვო წიგნის გამოცემას გეგმავს - "Hey Grandude" - მსოფლიოს ყველა ბავშვის ბაბუას (ვიდერგოლი)

14:48 10-01-2018
139

The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, პოლ მაკ-კარტნიმ, რამდენიმე დღის წინ, დააანონსა საბავშვო წიგნის ეი, ბაბუ“ (Hey Grandude) გამოცემა. მუსიკოსის ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაცია, გამომცემლობა Penguin Books-ის მიერ, 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. სერ პოლ მაკარტნის თქმით, ნაწარმოები შვილიშვილის მიუძღვნა და სახელადაც მიმართვა Grandude დაარქვა, როგორც მას შვილიშვილი ეძახდა.

ნაწარმოების მთავარი გმირიც, რომელსაც ზედმეტსახელად გრანდუდი“ ჰქვია, რომელიც მსოფლიოს ყველა ბავშვის ბაბუაა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ წიგნს, საკუთარ 8 შვილიშვილს მიუძღვნის. 

ახალი საბავშვო წიგნი დავწერე ილუსტრაციებით, რომელსაც Grandude ჰქვია! რატომ? იმიტომ, რომ 8 შვილიშვილი მყავს, რომლებიც ასე მეძახიან. სურვილი მქონდა, რომ მსოფლიოს ბაბუებისთვის, რომლებიც ძილის წინ, შვილიშვილებს ზღაპრებს უკითხავენ, ზღაპრების კრებული მიმეძღვნა , - თქვა მაკ-კარტნიმ.

ეს, პოლ მაკარტნისთვის პირველი საბავშვო წიგნი არ არის. თუმცა, ამ ჟანრში მისი სოლო დებიუტი, ნამდვილად იქნება.   

მაკარტნიმ პირველი საბავშვო წიგნი მაღლა ღრუბლებში“(High in the Clouds), მწერალ ფილიპ არდასთან თანაავტორობით, 2005 წელს გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ეკრანებზე, სწორედ ამ წიგნის შინაარსის მიხედვით გადაღებული, ანიმაციური ფილმი გამოვა. 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, სერ ჯეიმს პოლ მაკ-კარტნი, 1942 წლის 18 ივნისს დაიბადა, ქ. ლივერპულში. 1960-70 წლებში პოლ მაკ-კარტნი მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები, დღემდე ჰიტებად რჩება. ბითლზის დაშლის შემდეგ, პოლმა, ცოლთან ლინდასთან ერთად, ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო.

მუსიკოსს, 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათგან უკანასკნელი Egypt Station, მაკკარტნიმ, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა. ჩანაწერში შესულ ორ სიმღარაზე Fuh You და Back in Brazil, მომღერალმა, ვიდეოკლიპებიც კი გადაიღო.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე