თამო ვაშალომიძე რეალითი შოუს იწყებს. ამის შესახებ მოდელმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა. როგორც ჩანს, თამომ გადაწყვიტა, ტელეწამყვანობაშიც მოსინჯოს ძალები. რა ტიპის იქნება შოუ და სად შევძლებთ მის ნახვას, მოდელი თავად გიამბობთ.
– ჯერჯერობით ჩონჩხი მაქვს მხოლოდ მოხაზული. სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში დავიწყებთ. რეალითი შოუს იდეა მე მეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერსა და გამოცდილ ჟურნალისტს შევთავაზე. შესაძლოა, შოუ ინტერნეტშიც განთავსდეს. მოლაპარაკებების პროცესში ვართ ჯერ. უკვე გადაცემის სახელზე ვფიქრობ.
– რაც შეეხება ფორმატს?
– ქართულ ტელესივრცეში ასეთი ჯერ არ ყოფილა. მეტს ვერაფერს გეტყვით.
– რეალითი შოუს მთავარი ხიბლი ისაა, რომ მაყურებელმა მონაწილეთა ერთ სივრცეში ცხოვრება უნდა ნახოს, როგორი იქნება შენი ფორმატი?
– ნახავთ ყველაფერს.
– მონაწილეების მიმართ რა არის მთავარი მოთხოვნა.
– მოთხოვნები არ იქნება, ვერ გიმხელთ ჯერ დეტალებს, ყველაფერს ნახავთ. მე ვიქნები შოუს წამყვანი.